1. სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) შეიძლება იყოს განსაკუთრებულ სიტუაციაზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი რომლებიც ასრულებენ სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე მძღოლის მოვალეობას ახორციელებენ სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მართვას და უზრუნველყოფენ მის მუშაობას ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე.

2. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ემორჩილება გათვლის უფროსს, ცვლის მეთაურს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ხელმძღვანელის მიერ.

3. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ვალდებულია:

ა) განათავსოს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილი მითითებულ წყლის წყაროზე ან შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე;

ბ) ხანძრის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე ვითარების გართულების შემთხვევაში უზრუნველყოს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა;

გ) უზრუნველყოს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის აგრეგატების შეუფერხებელი მუშაობა, თვალი ადევნოს ხანძრის ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე არსებულ ვითარებას;

დ) გააკონტროლოს საწვავ-საპოხი, სხვა საექსპლუატაციო მასალებისა და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მარაგი და დროულად მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს მათი შევსების საჭიროების შესახებ;

ე) განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის, სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება ან დროებითი შეკეთება ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების დრო