1. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უშუალოდ ემორჩილება გათვლის უფროსს და ცვლის მეთაურს.

2. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:

ა) იცოდეს საქმიანობის ორგანიზაცებისა და განხორციელების წესი;

ბ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუდმივი მზადყოფნა ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებზე მიმართული მოქმედებებისათვის;

გ) იცოდეს და შეეძლოს დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სპეციალურ აგრეგატებთან და მოწყობილობებთან მუშაობა;

დ) იცოდეს გასვლის რაიონი, მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, ქუჩებისა და გასასვლელების განლაგება;

ე) მორიგეობის დაწყებისას შეამოწმოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუშაუნარიანობა, გაუმართაობის აღმოჩენის შესახებ მოახსენოს გათვლის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის მეთაურს და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად;

ვ) დაიცვას და განახორციელოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, საავარიო-სამაშველო სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება ქარხანა-დამამზადებელის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უსაფრთხოებისა და ფორმის ტანსაცმელის ტარების მოთხოვნები;

თ) განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, აგრეთვე, საწვავ-საპოხი მასალების კონტროლი;

ი) გათვლის უფროსს მოახსენოს მისი არყოფნისა და ცვლის მეთაურის მორიგეობის პერიოდში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ.

3. მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) უფლება აქვს დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ისარგებლოს საჭირო სახანძრო ტექნიკური, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ინდივიდუალური აღჭურვილობებით და მოწყობილობებით.

4. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უფლებამოსილია წარადგინოს წინადადება საქმიანობის ორგანიზების, აგრეთვე, მორიგე ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების შესახებ.

5. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) არ დაიშვება მორიგეობაზე, თუ მას თან არ აქვს მართვის მოწმობა.

6. მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) მორიგეობის პერიოდში ეკრძალება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის სხვა პირებისათვის (მათ შორის, ზემდგომი თანამდებობის პირისთვის) სამართავად გადაცემა.

7. აუცილებლობის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) შესაძლებელია დაეკისროს მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილები