1. მორიგე ცვლის შემადგენლობაში შედიან:
ა) ცვლის მეთაური;
ბ) გათვლის უფროსი;
გ) მეხანძრე-მაშველი;
დ) მეხანძრე-მაშველი (მძღოლი);
ე) ოპერატორი;
ვ) უმცროსი ინსპექტორი, ინსპექტორი და უფროსი ინსპექტორი (განსაკუთრებულ სიტუაციებაზე რეაგირების მთავარ სამმართველოში).
2. აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მათი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დაეკისროთ დამატებითი ფუნქცია-მოვალეობებ