1. ამ წესის მიზნებისათვის საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი პირები არიან:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფში - დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოსა და ტერიტორიული დანაყოფების კოორდინაციის განყოფილებების უფლებამოსილი პირები.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელნი არიან:

ა) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მზადყოფნაზე;

ბ) ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად საქმიანობის ორგანიზებაზე, რაც გულისხმობს:

ბ.ა) შემადგენლობის სამსახურეობრივი მომზადების ორგანიზებას;

ბ.ბ) შემადგენლობის შერჩევასა და მორიგე ცვლაში განაწილებას;

ბ.გ) შემადგენლობის მიერ დისციპლინის დაცვას, მათ შორის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარებას;

ბ.დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამართულ მდგომარეობაში შენახვა-ექსპლუატაციას.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

ა) დანაყოფის შემადგენლობის მიერ სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შესრულება;

ბ) შემადგენლობის სათანადო პროფესიული მომზადება;

გ) შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;

დ) მორიგე ცვლის (გათვლების) შემადგენლობის შერჩევა და გადანაწილება;

ე) სათანადო დონეზე დისციპლინის და შემადგენლობის მიერ დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვა;

ვ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, კვამლსაწინააღმდეგო რგოლის საშუალებების და შემადგენლობის აღჭურვილობის სათანადო შენახვა და ექსპლუატაცია;

ზ) მორიგე ცვლის შემადგენლობის მუდმივი მზადყოფნა ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების განსახორციელებლად;

თ) სათანადო პირობები ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების განხორციელების შემდეგ რეაგირების ძალებისა და საშუალებების გათვლაში დროულად ჩაყენებისათვის;

ი) მორიგე ცვლის მიერ გასვლის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების (მათ შორის სახანძრო-ტაქტიკური სწავლების ჩატარების პერიოდში), კავშირის საშუალებების, გასასვლელების გამართულობის სათანადო კონტროლი;

კ) შემადგენლობის მიერ გასვლის რაიონში პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების სახანძრო საშიშროების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკისათვის მისასვლელების და გასასვლელების, აგრეთვე, გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების განლაგების ადგილების შესწავლა;

ლ) კავშირი სხვა შესაბამის დანაყოფებთან და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან;

მ) დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი წესის დაცვა და დღის განწესის შესრულება;

ნ) დაქვემდებარებული დანაყოფის ხანძრის ჩაქრობისთვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზადყოფნის შეფასება;

ო) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება, წარმოება და კორექტირება;

პ) მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის შეტყობინების, შეკრების და ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის, საქმიანობის ორგანიზების გაძლიერებულ მზადყოფნაზე და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ღონისძიებების შემუშავება;

ჟ) შესაბამის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ, დაქვემდებარებულ დანაყოფებში:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმონ დანაყოფის შემადგენლობის მიერ საქმიანობის ორგანიზება;

ბ) გასცენ შესაბამისი განკარგულებები დანაყოფის შემადგენლობისათვის და გააკონტროლონ მათი შესრულება;

გ) მოამზადონ წინადადებები შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) მოამზადონ წინადადებები უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მორიგე ცვლის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო პირობების შექმნის შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში, დაქვემდებარებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთ-ერთ მოსამსახურეს დააკისრონ ცვლის მეთაურის მოვალეობების შესრულება;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ, გაეცნონ საქმიანობის ორგანიზების სხვა დოკუმენტებს.

5. დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს და ტერიტორიული დანაყოფის კოორდინაციის განყოფილების უფროსი და განყოფილების სხვა უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის საქმიანობის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებისა და განხორციელების ინსპექტირება/შემოწმება, აგრეთვე, მეთოდური დახმარების აღმოჩენა ამ თავის მე-20 - 22-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის მუდმივ მზადყოფნაზე კონტროლი;

გ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ჩართულობის შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის და მისი ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მითითებების/განკარგულებების შესრულებაზე კონტროლი;

დ) მორიგე ცვლის შემადგენლობის სამსახურეობრივი მომზადების ორგანიზებაზე კონტროლი;

ე) პრაქტიკული და მეთოდური დახმარების აღმოჩენა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალურ სამაშველო-ტაქტიკური სწავლების და მომზადების ჩატარებაში;

ვ) მორიგე ცვლაში არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე კონტროლი, მორიგეობის პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის, გაძლიერებულ მზადყოფნაზე და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) განსაკუთრებით რთული ხანძრის ან/და მსხვილი მასშტაბის მქონე საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მთავარი მოქმედებების მომზადების, ჩატარების და მართვის ორგანიზება;

თ) ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭირო რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, რეაგირების ძალებისა და საშუალებების დახვედრა-აღრიცხვის ორგანიზება, მათი განლაგება ხანძრის ჩაქრობის უბნებზე (სექტორებზე) და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;

ი) ხანძარზე სპეციალური სამუშაოების ჩატარების ორგანიზება, რეაგირების ძალების შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ორგანიზება;

კ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და სხვა მობილური ტექნიკის (მათ შორის ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიდან დაბრუნებული) გათვლაში დროულად ჩაყენება, გათვლიდან სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გამოყვანის საფუძვლების განხილვაში მონაწილეობ