1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საქმიანობის მიზანს, ამოცანებს, ზოგად მოთხოვნებსა და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნებს, კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებისა და მისი განხორციელების ზოგად წესს, სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის საქმიანობის ინსპექტირების/შემოწმების დაგეგმვისა და ჩატარების საკითხებს.
2. ამ წესის მიზანია სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემდებარე სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ზოგადი პრინციპებისა და სისტემური მოთხოვნების განსაზღვრა.
3. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი შემადგენლობის მომზადების პროგრამა, ასევე, სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალური სამაშველო-ტაქტიკური მომზადების ნორმატივები მტკიცდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები შესაძლოა დარეგულირდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი