1. საქმიანობის ორგანიზების მიზანია ხანძრის ჩაქრობისთვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის რეაგირების ძალებისა და საშუალებების მუდმივი მზადყოფნისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, მათი ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო პირობებისა და მართვის ერთიანი სისტემის შექმნა, გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო/სამაშველო დანაყოფთან თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება.
2. საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა) მუშავდება და მტკიცდება საქმიანობის ორგანიზებაში ჩართული რეაგირების ძალებისა და საშუალებების რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის გეგმა და ჩაბმის განრიგი;
ბ) ხორციელდება საქმიანობის ორგანიზებაში ჩართული რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და მათი მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობის კონტროლი;
გ) ხორციელდება შემადგენლობის, მათ შორის, თანამდებობის პირების პროფესიული მომზადება, მათთვის სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალური სამაშველო-ტაქტიკური სწავლების, შეჯიბრებისა და სხვა ღონისძიების ჩატარების გზით;
დ) ხორციელდება სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან კავშირის ორგანიზება და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები;
ე) ხდება გამოძახების მიღების და რეგისტრაციის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) მუშავდება და ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებები;
ზ) მუშავდება და მტკიცდება გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთკოორდინაციის შეთანხმებები (მემორანდუმი);
თ) ტარდება სხვა ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზებული საქმიანობის უზრუნველსაყოფა