1. ცვლის მეთაური არის მორიგე ცვლის შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც ემორჩილება შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელებს.

2. ცვლის მეთაური უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:

ა) გააკონტროლოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულება;

ბ) შეისწავლოს გასვლის რაიონში პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;

გ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს დანაყოფის შემადგენლობის სამსახურებრივი მომზადების გეგმისა და სწავლების განრიგის შესრულება, პირადად ჩაატაროს სწავლება, გააკონტროლოს გათვლის უფროსის მიერ სწავლების ჩატარების დროულობა და მომზადების ხარისხი;

დ) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების უზრუნველყოფისათვის განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის და რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნის მიზნით;

ე) დაადგენილი წესის შესაბამისად გააკონტროლოს გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, გასასვლელებისა და მისასვლელების მდგომარეობა;

ვ) დაადგენილი წესის შესაბამისად მოახსენოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის, რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების გაუმართაობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესრულება, დისციპლინის და დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვა;

თ) გააკონტროლოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების ტექნიკური მომსახურების და კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დოკუმენტაციის წარმოების სისწორე;

ი) უზრუნველყოს დანაყოფის დღის განწესით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;

კ) მორიგე ცვლის შემადგენლობის წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება დადგენილი წესის შესაბამისად მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან დროებით გათავისუფლების შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსს;

ლ) უზრუნველყოს დანაყოფის სამსახურებრივ სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი რეჟიმის დაცვა;

მ) უზრუნველყოს მორიგე ცვლის ორგანიზების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება-კორექტირება;

ნ) უზრუნველყოს მორიგე ცვლაში ახლად მიღებული მოსამსახურეების პირველდაწყებითი სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათთან გეგმიური სწავლების პირადად ჩატარება სწავლების განრიგის შესაბამისად;

ო) გააკონტროლოს მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მიერ მორიგე ცვლაში საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის აღრიცხვა;

პ) გააკონტროლოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

ჟ) არ დატოვოს მორიგე ცვლის ადგილმდებარეობა, გარდა ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

რ) არ დაუშვას მორიგე ცვლის შემადგენლობის რომელიმე წევრის შეცვლა ან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია მორიგე ცვლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

ს) გათვლიდან არ მოხსნას სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ცვლის მეთაურს კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და მიიღოს გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე, გაეცნოს საქმიანობის ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დოკუმენტაციას;

ბ) უკიდურეს და გადაუდებელ შემთხვევაში, უსაფრთხოების მოთხოვნების და დისციპლინის დამრღვევი პირი დროებით ჩამოაშოროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელსა და ტერიტორიული დანაყოფის უფროსს ან მის მოადგილეს;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად, მიაწოდოს წინადადებები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს მორიგე ცვლის შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე, საქმიანობის ორგანიზებისათვის პირობების გაუმჯობესების შესახებ.

4. ცვლის მეთაურის მიერ ავადმყოფობის ან სხვა გარემოების გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები იღებენ გადაწყვეტილებას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით გათავისუფლების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცვლის მეთაურის მოვალეობების შესრულება ეკისრება დანაყოფის ერთ-ერთ მოსამსახურე