1. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილებების უფროსი ინსპექტორი, მეხანძრე-მაშველი, მეხანძრე-მაშველი (გემთწამყვანი) (შემდგომ - წყალზე მაშველი) უშუალოდ ექვემდებარებიან ცვლის მეთაურს. სწრაფი რეაგირების სამმართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ განყოფილებების უფროსი ინსპექტორი (მყვინთავი), ინსპექტორი (მყვინთავი) (შემდგომ - მყვინთავი) ექვემდებარებიან განყოფილების უფროსს.
2. წყალზე მაშველი და მყვინთავივალდებულნი არიან:
ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღონ მათზე მიმაგრებული სპეციალური, წყალზე და წყალქვეშ საჭირო სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა, აგრეთვე, უზრუნველყონ მათი მუდმივი მზადყოფნა წყალზე და წყალქვეშ მომხდარ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირებისთვის;
ბ) გავიდნენ გამოძახების ადგილზე და უზრუნველყონ წყალზე და წყალქვეშ სამაშველო და საძიებო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე, განახორციელონ ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის, სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართული სამუშაოები;
გ) სრულყონ საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და წყალზე და წყალქვეშ სამაშველო აღჭურვილობასთან და მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ფორმის ტანსაცმლის ტარების მოთხოვნების განუხრელი დაცვა მორიგეობისას და სამაშველო/საძიებო სამუშაოების ჩატარებისას;
ე) გაუფრთხილდნენ დანაყოფის ქონებას, უზრუნველყონ მათზე მიმაგრებული, წყალზე და წყალქვეშ სამაშველო მოწყობილობის, ინდივიდუალური აღჭურვილობის და კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა;
ვ) წყლის სანაპიროზე სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ აკვატორიის სამაშველო ზონაში არსებულ ვითარებაზე კონტროლი და მიიღონ შესაბამისი ზომები წყალზე ადამიანთა სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის.
3. წყალზე მაშველსა და მყვინთავს უფლება აქვთ დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ისარგებლონ საჭირო სამაშველო მოწყობილობებით და ინდივიდუალური აღჭურვილობი