1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით, აგრეთვე უზრუნველყოს სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4067
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით, აგრეთვე უზრუნველყოს სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.