1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;

გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

დ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;

ე) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ვ) მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტორიტეტს;

ზ) შრომის დისციპლინის დაცვის წესის დარღვევა;

თ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

2. მოსამსახურისთვის  დისციპლინური  პასუხისმგებლობის  დაკისრების წესს ამტკიცებს მინისტრი.

3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ე) თანამდებობიდან გათავისუფლება/სამსახურიდან დათხოვნა.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახეებისა, შეიძლება დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018