1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მუშაკისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

2. მუშაკთა კატეგორიის ნუსხას, რომლებსაც ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგენილი ქცევის წესების დარღვევისათვის არასამუშაო დროს, სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით (პროფკავშირის საგზაო კომიტეტთან "მეთანხმებით) ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი.

3. ყოველი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სასჯელ