1. დისციპლინური სასჯელი მემანქანეებისათვის ლოკომოტივის მართვის უფლების მოწმობის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის), არამოხსნადი ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლისათვის მართვის უფლების მოწმობის, ხოლო ლოკომოტივის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის) და მემანქანის თანაშემწისათვის მემანქანის თანაშემწის მოწმობის სამი თვის ვადით ჩამორთმევის სახით შეიძლება გამოყენებული იქნეს მემანქანის, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლის ან მემანქანის თანაშემწის მიმართ გადაცდომისათვის, რომელიც ქმნიდა მარცხის ან ავარიის საფრთხეს.

2. იმ გადაცდომის შემთხვევაში, რომელსაც შედეგად მარცხი ან ავარია მოჰყვა, აგრეთვე სამუშაოზე ნასვამ, ნარკოტიკული ან ტოქსიკური გაბრუების მდგომარეობაში გამოცხადებისათვის მემანქანეს, არამოხსნადი ტიპის ძრავრელსიანი ტრანსპორტის მძღოლს ან მემანქანის თანაშემწის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხდება ამ სამუშაო დღით (ცვლით) და მათ მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სასჯელი მართვის უფლების ჩამორთმევის სახით ერთ წლამდე ვადი