1. დისციპლინური სასჯელი თანამდებობიდან დათხოვნის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის მოქმედი კანონმდებლობით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმ მუშაკების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს დისციპლინის უხეში დარღვევა, რამაც საფრთხე შეუქმნა მატარებელთა მოძრაობას, სამანევრო სამუშაოებს, ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან ტვირთი, ბარგი და მინდობილი ქონება მიიყვანა დაუცველობის მდგომარეობამდე.

2. დისციპლინის უხეშ დარღვევათა ნუსხას, რომელთა გამოც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მითითებული დისციპლინური სასჯელები და მუშაკთა კატეგორიები, რომლებიც შეიძლება დაისაჯონ ამგვარი დისციპლინური სასჯელებით, ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი, საქართველოს რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირის საგზაო კომიტეტთან შეთანხმებით.

3. მუშაკის განთავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი