1. დისციპლინური გადაცდომისათვის მუშაკის მიმართ, გარდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული სასჯელებისა, გამოიყენება შემდეგი სახეობის დისციპლინური სასჯელები:

ა) მემანქანეებისათვის "ლოკომოტივის მართვის უფლების მოწმობის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის), არამოხსნადი ტიპის ძრავრელსიანი ტრანსპორტის მძღოლისათვის მართვის უფლების მოწმობისა, ხოლო ლოკომოტივის (ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის), მემანქანის თანაშემწისათვის - მემანქანის თანაშემწის მოწმობის ჩამორთმევა სამი თვის ვადით ან ერთ წლამდე სხვა სამუშაოზე გადაყვანა იმავე ვადით მუშაკის თანხმობით, ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძველითა და წესით.

ბ) იმ პირთა თანამდებობიდან განთავისუფლება, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტისა და მის სახელმწიფო სამრეწველო საწარმოთა საექსპლუატაციო მუშაობასთან ან მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებასა და გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვის უზრუნველყოფასთან, სხვა სამუშაოზე გადაყვანა პროფესიის (სპეციალობის) გათვალისწინებით, ამ დებულების მე-17 პუნქტის შესაბამისად;

გ). ამ დებულების მე-18 პუნქტის საფუძველზე გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. თუ მუშაკი უარს ამბობს გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, რომლებიც წარმოიქმნა მუშაკის ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დასჯისას, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) მასთან წყდება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

3. არ დაიშვება მუშაკის გადაყვანა დისციპლინური სასჯელის სახით ისეთ სამუშაოზე, რომელიც სამედიცინო დასკვნის თანახმად ეწინააღმდეგება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა