ხელმძღვანელი მოვალეა:

ა) სწორად წარმართავდეს დაქვემდებარებული მუშაკების მუშაობას, იძლეოდეს მკაფიო ბრძანებებსა და მითითებებს, აკონტროლებდეს მათ სწორ და დროულ შესრულებას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდეს მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობასა და სამანევრო მუშაობის წარმოებას, უზრუნველყოფდეს შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და მართვის პროგრესული მეთოდების დანერგვას;

ბ) უზრუნველყოფდეს მომჭირნეობის რეჟიმის დაცვას, მატერიალური რესურსების რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვას, ავლენდეს და აღკვეთდეს მათი დაკარგვის, გაფუჭებისა და მიტაცების ხელისშემწყობ მიზეზებსა და პირობებს;

გ). ზუსტად იცავდეს მოქმედ კანონმდებლობას, შროშის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკას, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის დადგენილ წესებსა და ნორმებს;

დ). იძლეოდეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულების და ღირსეული ქცევის მაგალითს როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ;

ე). პასუხისმგებელია ხელქვეითებს შორის დისციპლინის მდგომარეობისა და მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფისათვი