რკინიგზის მუშაკი მოვალეა:
ა) უზრუნველყოფდეს მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოთა უსაფრთხოებას, მგზავრთა და ტვირთის დროულ გადაყვანა-გადაზიდვას, მოძრავი შემადგენლობის მოცდენების შემცირებას, მატარებელთა მოძრაობის გრაფიკის შესრულებას;
ბ) უფრთხილდებოდეს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკურ საშუალებებს (ლოკომოტივები, ვაგონები, ლიანდაგი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა), მოწყობილობებს, მასალებსა და რკინიგზის საკუთრების სხვა ობიექტებს, ახორციელებდეს გამაფრთხილებელ და აღმკვეთ ღონისძიებებს გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და ტვირთბარგის დატაცების აღსაკვეთად;
გ) განუხრელად იცავდეს შრომის, უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის წესებსა და ნორმებს;
დ) მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენდეს მგზავრების მიმართ, უზრუნველყოფდეს მათი მომსახურების მაღალ კულტურას;
ე) კარგად ფლობდეს თავის სპეციალობასა და მინდობილ საქმეს, ზუსტად და დროულად ასრულებდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ავლენდეს საქმისადმი ინიციატივიან და შემოქმედებით დამოკიდებულებას, სისტემატურად იმაღლებდეს პროფესიული ოსტატობას და კვალიფიკაციას;
ვ) განუხრელად იცავდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს, ნორმებს, ინსტრუქციებს, დებულებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, განკარგულებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს: მატარებელთა მოძრაობის გრაფიკის, მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების კომერციული მუშაობის გაუმჯობესების, სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და სხვა ნორმატიული აქტებს, ზუსტად და დროულად ასრულებდეს ხელმძღვანელობის ბრძანებებსა და განკარგულებებს;
ზ) იცოდეს და ასრულებდეს ამ დებულების მოთხოვნებ