1. რკინიგზის მიზეზით ვაგონების მიწოდების დაყოვნების დრო დატვირთა-გადმოტვირთვის ადგილების გადასაყენებელ სარკინიგზო ლიანდაგზე აითვლება იმ მომენტიდან‚ რომელიც განსაზღვრულია ვაგონების მიწოდების შეტყობინებაში.
2. ვაგონების გამოყვანის ვადა დატვირთა-გადმოტვირთვის ადგილების გადასაყენებელი სარკინიგზო ლიანდაგებიდან დგინდება მომიჯნავე სადგურისა და მისასვლელი ლიანდაგის სამუშაო დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.