2. კომერციული აქტი ადასტურებს:
ა) ტვირთის დასახელების‚ მასისა და ადგილების რაოდენობის შეუსაბამობას გადაზიდვის დოკუმენტში აღნიშნულ მონაცემებთან;
ბ) ტვირთის დაზიანებას (გაფუჭებას);
გ) უსაბუთო ტვირთის აღმოჩენას ან გადაზიდვის დოკუმენტების გამოვლენას ტვირთის გარეშე;
დ) დატაცებული ტვირთის დაბრუნებას რკინიგზისთვის;
ე) ტვირთის გაცემის დოკუმენტების გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში რკინიგზის მიერ ტვირთის გადაუცემლობას მისასვლელ ლიანდაგზე. ამ შემთხვევაში კომერციული აქტი დგება მხოლოდ ტვირთმიმღების მოთხოვნით.
3. ტვირთმიმღების თხოვნით, რკინიგზას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და ადგილების რაოდენობის შემოწმებაში და, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოების გამოვლენისას, შეადგინოს კომერციული აქტი