ა) არა უადრეს შეტყობინებაში მითითებული დრო – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა შეტყობინებით;
ბ) არა უადრეს განრიგით გათვალისწინებული ვადა – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა განრიგის მიხედვით;
გ) არა უადრეს წინა მიწოდების შემდეგ დაწესებული ინტერვალის გასვლის დრო – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა ინტერვალების ხანგამოშვებით.
2. თუ ვაგონები რკინიგზამ შეტყობინების გარეშე მიაწოდა, ვაგონები ეთვლება ტვირთმიმღებს‚ ტვირთგამგზავნს ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს და მათი ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე იანგარიშება ვაგონების ფაქტობრივი მიწოდების შემდეგ 2 საათის გასვლამდე.
3. თუ ვაგონები მიწოდებულია შეტყობინებაში მითითებულ ვადაზე გვიან, ვაგონების ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე აითვლება მათი ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან. თუ დაგვიანება 2 საათს აღემატება‚ მაშინ რკინიგზა ვალდებულია‚ კვლავ შეატყობინოს ტვირთმიმღებს, ტვირთგამგზავნს ან მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლეს მომავალი მიწოდების შესახებ.
4. ვაგონების ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე, მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს საფუძველზე, აღირიცხება ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისში