1. რკინიგზის ან სხვა უფლებამოსილი პირის მისასვლელ ლიანდაგზე, აგრეთვე სადგურის საგანგე-ბოდ გამოყოფილ ადგილში ფეთქებადი ნივთიერება ჩაიტვირთება და გადმოიტვირთება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საშუალებითა და ხარჯით ამ წესის მე-12 დანართის მოთხოვნათა დაცვით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ვაგონის მიწოდება-გამოყვანის წესი იმ მისასვლელ ლიანდაგზე, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, განისაზღვრება მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ხელშეკრულებით, ხოლო თუ მას მომსახურებას უწევს რკინიგზის ლოკომოტივი – ვაგონის მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 104
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 104, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-104/