1. ჩატვირთვის შემდეგ ვაგონის კარი მჭიდროდ იხურება, კარის ზესადები ფიქსირდება საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან მაგრდება მავთულის გარესახრახნით და ვაგონი იპლომბება ტვირთგამგზავნის პლომბით.
2. ვაგონის დაპლომბვა დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დატვირთვის ხელმძღვანელი დარწმუნდება ვაგონის სწორ დატვირთვასა და დამაგრებაში.
3. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვაგონის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დაპლომბვის ან პლომბის ახსნისას სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების თანმხლები სპეციალისტის დასწრება.