1. სადგურის პასუხისმგებელი მუშაკი ვალდებულია თვალი ადევნოს ფეთქებადი ნივთიერების დროულ ჩატვირთვას, გადმოტვირთვასა და გატანას.
2. ვაგონების რაოდენობა, რომელიც ჩასატვირთად ან გადმოსატვირთად მიწოდებულია სადგურის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილში, არ უნდა აღემატებოდეს მის ტევადობას ან დატვირთვის (გადმოტვირთვის) ფრონტს. მოცემული შემადგენლობის დარჩენილი ვაგონი, დატვირთული ფეთქებადი ნივთიერებით, უნდა იმყოფებოდეს სადგურის ტექნიკურ-განმკარგავი აქტით გათვალისწინებულ ლიანდაგზე, ამ წესის მე-12 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით.
3. თუ სადგურის სალიანდაგო მოწყობილობა იძლევა ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის შესაძლებლობას ორ ან მეტ პუნქტში, მაშინ თითოეულ პუნქტში ეს სამუშაო სრულდება ერთდროულად იმ პირობით, რომ აღნიშნული პუნქტები ერთმანეთისგან დაშორებულია არანაკლებ 125 მეტრი მანძილით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 112
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 112, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-112/