ტვირთმიმღები ვალდებულია:
ა) ჰქონდეს მუდმივი კავშირი სადგურის შესაბამის უფლებამოსილ პირთან (საქართველოს თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტვირთის გადაზიდვისას – მათ უფლებამისილ წარმომადგენელთან) და იცოდეს მისი მისამართით გამოგზავნილი ფეთქებადი ნივთიერების რაოდენობა, წინასწარ მოამზადოს მისი ჩამოტვირთვის ადგილი და საშუალება, აგრეთვე გამოყოს მიღებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) ვაგონის გადმოსატვირთად მიწოდების მომენტისთვის ადგილზე მიავლინოს მუშა-მტვირთავები და გადმოტვირთვის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ფეთქებადი ნივთიერების დროულ გადმოტვირთვასა და დაცვას;
გ) გაიტანოს სადგურიდან ფეთქებადი ნივთიერება ვაგონის გადმოსატვირთად მიწოდების მომენტიდან 12 საათის განმავლობაში;
დ) თუ ფეთქებადი ნივთიერება ნაწილობრივ გადმოიტვირთა, საიმედოდ დაამაგროს დარჩენილი ტვირთი ფარებითა და განმბჯენი ძელაკებით ერთდროულად იარუსებსა და დატვირთვის მთელ სიმაღლეზე, ტვირთის ჩატვირთვისა და დამაგრების ტექნიკური პირობის შესაბამისად.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 111
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მთავარი მონაცემები
- ვადა 12 საათის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 111, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-111/