2. მისამართის შეცვლის განაცხადში აღინიშნება:
ა) ვაგონის (კონტეინერის) ნომერი;
ბ) ზედნადების ნომერი;
გ) ტვირთის დასახელება;
დ) გამგზავნი სადგურის და ტვირთგამგზავნის სახელწოდება;
ე) თავდაპირველი ტვირთმიმღების სახელწოდება;
ვ) პირველადი დანიშნულების სადგურის სახელწოდება;
ზ) ახალი დანიშნულების სადგურის სახელწოდება;
თ) ახალი ტვირთმიმღების სახელწოდება.
3. თუ ტვირთმიმღები ან ტვირთგამგზავნი არიან ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის აბონენტები, მისამართის შეცვლის განაცხადი შეიძლება გადაცემულ იქნეს ელექტრონული სახით. ამ შემთხვევაში, ტვირთის მისამართის შეცვლის ელექტრონული განაცხადი მიღებულად ითვლება ავტომატიზებულ საინფორმაციო სისტემაში განმცხადებლისაგან მიღების ნულოვანკოდიანი ქვითრის შემოსვლისთანავე. განცხადების მიღების თარიღი და დრო ელექტრონული სახით რეგისტრირდება საინფორმაციო სისტემაში, მისი მიღების თარიღისა და დროის მიხედვით. განაცხადის თანდართულ ყველა დოკუმენტს განმცხადებელი რკინიგზას გადასცემს ასევე ელექტრონული სახით