2. ტვირთმიმღები ვალდებულია მიტანიდან 12 სთ-ის განმავლობაში გაიტანოს ტვირთი სადგურიდან, შეფუთვის მდგომარეობის მიუხედავად.
3. თუ ტვირთმიმღები აყოვნებს რადიაციული შეფუთვის მიღებას დანიშნულების ადგილში ან მის გატანას, რკინიგზამ ამის შესახებ უნდა აცნობოს შინაგან საქმეთა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტვირთის იძულებით გატანა.
4. თუ დანიშნულების ადგილში არ აღმოჩნდა ზედნადებში აღნიშნული ტვირთმიმღები, ტვირთგამგზავნი ვალდებულია რკინიგზისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 დღე-ღამის ვადაში განკარგოს რადიაციული შეფუთვა