2. ტვირთგამგზავნმა რადიაციული შეფუთვა იმგვარად უნდა განათავსოს და დააეკრანოს, რომ ვაგონისა და კონტეინერის გარე ზედაპირის ნებისმიერ წერტილში დასხივების ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე არ აღემატებოდეს 2 მზვ/ს (200 მბერ/ს), ხოლო ამ ზედაპირიდან 2 მ მანძილის დაშორებით – 0,1 მზვ/ს (10 მბერ/ს).
3. ვაგონი, სრულად დატვირთული რადიაციული შეფუთვით, არ უნა იყოს ჩართული მატარებლის შემადგენლობაში სამგზავრო ვაგონის, ხალხით დატვირთული სატვირთი ვაგონის, სამუხრუჭე მოედნის მქონე ვაგონის ან საფრთხეშემცველი ტვირთით, მათ შორის, შხამიანი და აფეთქებასაფრთხიანი ტვირთით დატვირთული ვაგონის გვერდით