1. რადიაციული შეფუთვისა და სატრანსპორტო ინდექსის რაოდენობისა და მასის მიხედვით რადიაციული ტვირთი შეიძლება გადაიზიდოს სამუხრუჭე მოედნის არმქონე დახურულ ვაგონში სავაგონო, მცირეტონაჟიანი და წვრილმანი გზავნილით, 3 და 5 ტონა ბრუტო მასის მქონე რკინიგზის უნივერსალურ კონტეინერში, ტვირთმიმღებისა და ტვირთგამგზავნის სპეციალიზირებულ კონტეინერში, სატვირთო მატარებელში, აგრეთვე ტვირთბარგის სახით საფოსტო-საბარგო და სამგზავრო მატარებელში.
2. რადიაციული შეფუთვის ნებისმიერი შეხამების მუდმივი გადაზიდვისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების საგანგებოდ მოწყობილი ვაგონი.
3. აკრძალულია რადიაციული შეფუთვის ან ნებისმიერი კატეგორიის შეფუთვის ჯგუფის გადაზიდვა, რომლის სატრანსპორტო ინდექსის ჯამი აღემატება 50, აგრეთვე გადაზიდვა უნივერსალურ კონტეინერში, ტვირთბარგის სახით ან პირდაპირი-საერთაშორისო მიმოსვლით წვრილმანი და მცირეტონაჟიანი გზავნილით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 171
თავი 32 — რადიაციული ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 171, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-171/