1. საფუთავი კომპლექტის გარე ზედაპირზე კეთდება სტანდარტით გათვალისწინებული ნიშანდება და აღინიშნება საფრთხის ნიშანი.
2. „ა” ტიპის საფუთავ კომპლექტზე წარწერა კეთდება პერქლორვინილის ქიმიურად მედეგი მინანქრით – ლითონის ზედაპირზე და ატმოსფერულად მედეგი მინანქრით – მუყაოზე.
3. „ბ” ტიპის საფუთავ კომპლექტზე გაკეთებული წარწერა უნდა იყოს ცეცხლგამძლე.
4. სხვა სახის საფრთხის მქონე რადიოაქტიურმასალიან შეფუთვაზე უნდა გაკეთდეს დამატებითი საფრთხის ნიშანი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 167
თავი 31 — მოთხოვნები სატრანსპორტო-საფუთავი კომპლექტისა და რადიაციული შეფუთვის მიმართ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 167, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-167/