2. სატრანსპორტო-საფუთავი კომპლექტი ორი ტიპისაა:
ა) „ა” ტიპის კომპლექტი, რომელიც მექანიკური სიმტკიცის გამო გამორიცხავს რადიოაქტიური მასალის დაკარგვას ან გაბნევას, აგრეთვე ნორმალური გადაზიდვის და სტანდარტით (ტექნიკური პირობით) გათვალისწინებული გამოცდის შემდეგ უზრუნველყოფს დასხივებისგან ეფექტურ დაცვას;
ბ) „ბ” ტიპის კომპლექტი, რომელიც მომატებული მექანიკური სიმტკიცისა და თერმომედეგობის გამო გამორიცხავს რადიოაქტიური მასალის დაკარგვას ან გაბნევას და უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას დასხივებისგან ტემპერატურული ზემოქმედების თანმხლები ავარიისას, აგრეთვე სტანდარტით (ტექნიკური პირობით) გათვალისწინებული გამოცდის შემდეგ.
3. „ა” ტიპის საფუთავ კომპლექტში შეიძლება ჩატვირთულ იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-17 დანართით განსაზღვრული რაოდენობის (აქტივობის) რადიოაქტიური ნივთიერება