2. სადგურის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილში ფეთქებადნივთიერებიანი ავტომობილის მისვლის პირობებს ადგენს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. მძღოლს არა აქვს დატვირთვა-გადმოტვირთვის მოლოდინში მდგარი ავტომობილის მიტოვების უფლება. დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილიდან აღნიშნული ავტომობილი დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მ მანძილით, ხოლო მისი ძრავა უნდა გამოირთოს.
4. აკრძალულია ხალხის თავმოყრა და ტვირთის დიდი პარტიის დაგროვება ფეთქებადნივთიერებიან შემადგენლობასთან, აგრეთვე გარეშე პირის დაშვება ამ ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილში