1. სამხედრო ეშელონის კუთვნილი ფეთქებადნივთიერებიანი ტექნიკის განთავსება და დამაგრება ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად, ვაგონის ტვირთამწეობისა და ტევადობის მაქსიმალური გამოყენების გათვალისწინებით. თუ ტექნიკის განთავსებისა და დამაგრების წესი დადგენილი არ არის, იგი გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთის დატვირთვისა და დამაგრების ტექნიკური პირობის საფუძველზე შემუშავებული ნახაზის მიხედვით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს თავდაცვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან.
2. სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი ვალდებულია შეამოწმოს ტვირთის განთავსებისა და დამაგრების შესაბამისობა ნახაზთან.
3. სამხედრო ეშელონის კუთვნილი ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და დაცვის ორგანიზებას უზრუნველყოფს ეშელონის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.