1. სადგური ვალდებულია შეატყობინოს ეშელონის პასუხისმგებელ პირს ეშელონის პირადი შემადგენლობითა და სამხედრო საგუშაგოთი დაკავებულ ვაგონსა და მატარებელთან ჩასატარებელი სამანევრო სამუშაოს შესახებ, აგრეთვე მათი მიღებისა და მომიჯნავე გზაზე გაგზავნის თაობაზე.
2. საქართველოს რკინიგზის ვაგონიდან მოსაზღვრე ქვეყნის რკინიგზის ვაგონზე სამხედრო ეშელონი გადაიტვირთება სამხედრო ან სხვა გადასატვირთ ადგილში. ეშელონის ერთი ან ყველა ვაგონი შეიძლება გადაყენებულ იქნეს სხვა ლიანდის ურიკაზე.
3. საგუშაგოთი დაცული, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით დატვირთული სამხედრო ეშელონი და ტრანსპორტი გადაიტვირთება თავდაცვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადამტვირთავი ბაზის საშუალებით. ცალკეულ შემთხვევაში ეს ბაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ეშელონის გადასატვირთადაც.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 153
თავი 28 — ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის თავისებურება სამხედრო ეშელონსა და ტრანსპორტში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 153, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-153/