1. გადაზიდვის დოკუმენტები სამხედრო ეშელონზე (ტრანსპორტზე) ფორმდება დატვირთვის დროს. გუ-27-ე ფორმის ჯგუფური ზედნადების შევსებისას ეშელონის (ტრანსპორტის) უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი გრაფაში „განსაკუთრებული აღნიშვნა”, თითოეული ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის გასწვრივ მიუთითებს: „ფნ”, ხოლო წაღმა მხარეზე აღნიშნავს ამ წესის 90-ე მუხლისა და 91-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შტემპელებს.
2. სამხედრო ეშელონის ფორმირებისა და საფარვის მინიმალური ნორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 119-ე, 120-ე მუხლებისა და 121-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
3. ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც მოთავსებულია ტანკში, ჯავშანტრანსპორტიორსა და სხვა დახურულ საბრძოლო ტექნიკაში, არ იფარება.
4. აკრძალულია ფეთქებადნივთიერებიანი, უგაბარიტო და რადიოაქტიურტვირთიანი ვაგონის, აგრეთვე მჟავით, მწვავე აირით, ადვილაალებადი სითხით დატვირთული ან მწვავე აირისგან დაცლილი ცისტერნის მიბმა ადამიანთა გადამყვან სამხედრო ვაგონზე.
5. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვისას საგუშაგო და თანმხლები სპეციალისტი სამხედრო ეშელონში განთავსდება ეშელონის უფროსის ამ მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირის შეხედულებისამებრ.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 152
თავი 28 — ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის თავისებურება სამხედრო ეშელონსა და ტრანსპორტში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 152, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-152/