2. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვაზე ზედნადების შევსებისას მის წაღმა მხარეზე, წითელი ფერის შტემპელით ტვირთგამგზავნმა უნდა აღნიშნოს: „ფეთქებადი ნივთიერება”, „საფარი”, აგრეთვე დასვას შემდეგი შტემპელი:
ა) „გორაკიდან დაშვება აკრძალულია” – თუ ეს გათვალისწინებულია ამ წესის მე-10 დანართით;
ბ) „ამოირთოს მუხრუჭი” – იმ ფეთქებადი ნივთიერებისთვის, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადაიზიდება ამორთულ ავტომუხრუჭიან ვაგონში, აგრეთვე თუ იგი გადაიზიდება იმ ტვირთთან ერთად, რომელიც არ მოითხოვს ავტომუხრუჭის ამორთვას;
გ) „სექცია. არ მოიხსნას” – თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება სექციაში (სქემაში), ამ წესის 118-ე მუხლის შესაბამისად.
დ) „სპეციალისტის თანხლებით”, „ტვირთგამგზავნის დაცვა”, „შსს-ს დაცვა”, „თდს-ს დაცვა” – თუ ტვირთი გადაიზიდება ტვირთგამგზავნის სპეციალისტის (დაცვის), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის დაცვის თანხლებით. ამ შემთხვევაში ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” აღინიშნება თანმხლები პირის სახელი, გვარი, მისი პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის ნომერი;
ე) „რკინიგზის დაცვა” – იმ ფეთქებადი ნივთიერებისთვის, რომლის გადაზიდვა, ამ წესის 145-ე მუხლის მიხედვით, ხორციელდება რკინიგზის დაცვით.
3. 119, 126, 137, 141, 179 და 182 პირობითი ნომრის მქონე ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვისას გადაზიდვის ყველა საბუთში, შტემპელ „ფეთქებადი ნივთიერების” ნაცვლად, ტვირთგამგზავნმა უნდა დასვას წითელი ფერის შტემპელი: „განსაკუთრებით სახიფათო, ფეთქებადი ნივთიერება № “.
4. ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში გაკეთებული აღნიშვნისა და შტემპელის საფუძველზე სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ანალოგიურ აღნიშვნასა და შტემპელს აკეთებს რკინიგზის მიერ გაფორმებულ გადაზიდვის საბუთებში