1. დეკადის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) ვალდებულია წარმოადგინოს დატვირთვის სადეკადო განაცხადი ამ წესის მე-15 დანართში განსაზღვრული ფორმის მიხედვით, დეკადის დღეებად დაყოფით.
2. შეტყობინება ფეთქებადი ნივთიერების დასატვირთად ვაგონის მიწოდების თაობაზე კეთდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად.
3. დატვირთვის დაწყებამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე ტვირთგამგზავნმა გაგზავნის სადგურს უნდა წარუდგინოს ფეთქებად ნივთიერებაზე შედგენილი ზედნადები ან გადაზიდვის საბუთების კომპლექტი, რომელიც შევსებულია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა” და ამ წესის შესაბამისად.
4. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება სავაგონო გზავნილით ან წვრილმანი პარტიით, თითოეულ ვაგონსა და ცალკე პარტიაზე დგება გუ-27 ფორმის ზედნადები ან გადაზიდვის საბუთების კომპლექტი, ხოლო თუ გადაზიდვა სრულდება სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტით ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის (დაცვის) თანხლებით – მთელ ტრანსპორტზე ან ვაგონთა ჯგუფზე დგება გუ-27 ფორმის ერთი ზედნადები.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 88
თავი 21 — გადაზიდვის განაცხადი და გადაზიდვის საბუთების გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 88, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-88/