1. ფეთქებადი ნივთიერება სამხედრო დანიშნულებით გადაიზიდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა საბორნე გადასასვლელის გამოყენებით ხორციელდება შესაბამისი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტაციისა და ამ წესის საფუძველზე.
3. ფეთქებადი ნივთიერების შეფუთვა და მისი გამოცდის რეჟიმი დგინდება ამ შეფუთვის მიმართ არსებული სტანდარტისა და ტექნიკური პირობის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია გაგზავნის სადგურთან.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 82
თავი 19 — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 82, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-82/