1. რკინიგზის საერთო ქსელში დადგენილი წესით დაიშვება ფეთქებადი ნივთიერების გადამზიდი, აგრეთვე მისი თანმხლები პირის გადასაყვანად განსაზღვრული ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებული ვაგონის მიმოსვლა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ ვაგონს უნდა გააჩნდეს ტვირთგამგზავნის მოთხოვნის შესატყვისი ტვირთის დასამაგრებელი სპეციალური მოწყობილობა. ამ ვაგონში იკრძალება გზად მდებარე ტვირთის გადაზიდვა.
3. ცარიელი სპეციალიზებული ვაგონის დაბრუნება ხორციელდება გადაზიდვის სრული საბუთებით, ტვირთგამგზავნის მიერ დაპლომბილი კარით, აგრეთვე კარსა და ლუკზე დადებული ნაგრეხით.
4. ფეთქებადი ნივთიერების გადამზიდი სპეციალიზებული კონტეინერის კონსტრუქცია და პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს გადასაზიდი ტვირთის მიმართ მოქმედ სტანდარტსა და ტექნიკურ პირობას, ხოლო მოცემული ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად ამ კონტეინერის ტექნიკურ და კომერციულ ვარგისობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. სპეციალიზებული კონტეინერის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს მისი მფლობელი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 77
თავი 19 — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 77, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-77/