1. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა დაიშვება სატვირთო ან სპეციალურ მატარებელში, რომელიც შეესაბამება ამ წესის 24-ე და 25-ე თავისა და მე-10 დანართის მოთხოვნებს.
2. ერთ ვაგონში ან ერთ ვაგონში მოთავსებულ სხვადასხვა კონტეინერში ჩატვირთული სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერების ერთობლივი გადაზიდვის შესაძლებლობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი ამ წესის 1-ლი დანართის მიხედვით. ერთ კონტეინერში სხვადასხვა პირობითნომრიანი ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა, გარდა კომპლექტში შემავალი ნივთიერებისა, არ დაიშვება.
3. ერთ ვაგონში ან ერთ ვაგონში მოთავსებულ სხვადასხვა კონტეინერში იკრძალება ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა:
ა) სხვა კლასის საფრთხეშემცველ ტვირთთან ერთად;
ბ) საფრთხეშემცველ თხევად ტვირთთან, საპოხთან და ნავთოპროდუქტებთან ერთად, მათი შეფუთვის მიუხედავად.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 79
თავი 19 — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 39. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოყენება
- მუხლი 40. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა
- მუხლი 6
- მუხლი 4. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის ფორმირებისა და წარმოებისათვის
- მუხლი 54. სატვირთო ოპერაციები
- მუხლი 5³. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 79, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-79/