1. ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს ტექზედამხედველობის ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველო.
2. ფეთქებადი მასალების მონაცემთა რეესტრში გატარებისას ბურღვა-აფეთქებით სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ფეთქებადი მასალების ბრუნვაში მონაწილე ფიზიკური ან/და იურიდიული პირიდან ფეთქებადი მასალების შესახებ ყველა საჭირო მონაცემის მიღებას;
ბ) ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის ერთიან მონაცემთა ბაზის წარმოებას;
გ) არსებული წესის თანახმად დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის რეესტრში რეგისტრირებული ფეთქებადი მასალების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ფორმა 1

სსიპ–საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექციის
ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველო
მოწმობა

№                                                   „----- “          “ 200 წ.

„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფეთქებადი მასალა _________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________
ფეთქებადი მასალის დასახელება

რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს

№ _________________           „ -----“         “ 200 წ.  ____________________

მოწმობა გაიცა ____________________________________________________________________________
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი
_________________________________________________________________________________________
სამმართველოს უფროსი
შენიშვნა – სსმ III, №74, 02.06.2006 წ,. გვ.2