1. ინსტრუქცია შემუშავებულია „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართული, სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნებს.
2. ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – ტექზედამხედველობა).
3. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართული სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი მასალების ყველა სახეობა.
4. სახელმწიფო რეესტრი ფეთქებადი მასალების საინფორმაციო მონაცემთა სისტემაა