1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების (შემდგომში – ფეთქებადი მასალების) სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართული, სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი მასალების შესახებ სრული ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ერთიანი სისტემა.
2. რეესტრში ფეთქებადი მასალების რეგისტრაცია – რეესტრის მონაცემთა ბანკში ფეთქებადი მასალების შესახებ მონაცემთა შეტანა, მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება და რეგისტრაციის მოწმობის გაცემა.
3. რეესტრის წარმოება – რეესტრის მონაცემთა ბანკში ფეთქებადი მასალების შესახებ მონაცემთა დაგროვება, მასში საჭირო ცვლილებების შეტანა და შენახვა.
4. რეესტრიდან ფეთქებადი მასალების ამოღება – ისეთი ფეთქებადი მასალების ამოღება, რომლის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე სამრეწველო მიზნებისათვის აღარ წარმოებს.
5. რეესტრში ცვლილებების შეტანა – ცვლილება რეესტრის მონაცემთა ბანკში, რომელიც ფეთქებადი მასალების მონაცემთა ცვლილებით არის გამოწვეული
მუხლი 2. ძირითადი ცნებები
თავი XXVI — დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 94. ლითონის და ლითონის კონსტრუქციების მსხვრევა
- მუხლი 95. ცხელი მასივების მსხვრევა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევების ტექნიკური გამოკვლევა
- მუხლი 3. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევის აღრიცხვა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების რეესტრში რეგისტრაციისათვის
- მუხლი 4. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის ფორმირებისა და წარმოებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 2, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-2-3/