„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესში“ გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს, აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) აბსოლუტური სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილის ან ობიექტის (რომელიც მიღებულია წერტილად) დონემდე;
ბ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გამოიყენება დაპროექტების, სერტიფიცირების, კადრების მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესების მიმართ ავიაციაში და გამიზნულია ადამიანსა და სხვა კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით;
გ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში;
დ) ადზ-ის ზღურბლი – ადზ-ის საწყისი მონაკვეთი, რომლის გამოყენება შეიძლება საჰაერო ხომალდების დასაფრენად;
ე) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;
ვ) აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილი – ცხრილი, რომელიც აეროდრომის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ელემენტზე დაკვირვების შედეგების სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს;
ზ) აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო – აეროდრომზე განთავსებული ორგანო, რომელიც აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის არის განკუთვნილი;
თ) აეროდრომის მინიმუმი – ადზ-ზე ხილვადობის მანძილისა და გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის (ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის) მინიმალური დასაშვები მნიშვნელობები, როდესაც ამ აეროდრომზე ნებადართულია კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა;
ი) აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტი – სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფი ორგანო;
კ) აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახური (ATIS) -განსაზღვრულ საათებში ან დღე-ღამის განმავლობაში დადგენილი მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, უწყვეტი განმეორებადი რადიოგადაცემების სახით;
ლ) აეროდრომის შემაღლება – ასაფრენ-დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის ზღვის დონიდან შემაღლება;
მ) აეროპორტი – საავიაციო საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს, საჰაერო ხომალდების მოძრაობის მომსახურებას და ამ მიზნით აქვს აეროდრომი, აეროვაგზალი, აგრეთვე სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს მომსახურე პერსონალი;
ნ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი, მართკუთხა ფართი;
ო) აუცილებელი მოხსენების პუნქტი – გეოგრაფიული წერტილი საჰაერო ტრასაზე, რომლის გადაფრენა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟმა სმმ-ის ორგანოს უნდა მოახსენოს;
პ) ბრიფინგი – გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის პირობების გაცნობა;
ჟ) დაკვირვება საჰაერო ხომალდიდან – ფრენის დროს ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის შეფასება;
რ) დანიშნულების აეროდრომი – აეროდრომი, რომელიც მითითებულია ფრენის გეგმითა და დავალებით, მარშრუტის ბოლო პუნქტი;
ს) დაფრენის არე – მონაკვეთი ადზ-ის ზღურბლის შიგნით, რომელიც, საჰაერო ხომალდის დაფრენის დროს, პირველი შეხებისათვის არის განკუთვნილი;
ტ) ვერტიკალური ხილვადობა – მაქსიმალური მანძილი დედამიწიდან იმ დონემდე, საიდანაც ვერტიკალურად ქვემოთ ჩანს ობიექტები მიწაზე;
უ) ვიზუალური ფრენა – ფრენა ისეთ პირობებში, როდესაც საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება ბუნებრივი ჰორიზონტისა და სახმელეთო ორიენტირების საშუალებით;
ფ) ვიზუალური ფრენის წესები – ვფწ – წესები, რომლებიც ითვალისწინებს ეკიპაჟის მიერ, საჰაერო ვითარების ვიზუალური დაკვირვებისა და დაფრენის რეჟიმის ხანმოკლე შეცვლის გზით, ჰაერში და დედამიწის ზედაპირზე საჰაერო ხომალდებსა და სხვა მატერიალურ ობიექტებს შორის დადგენილი შუალედების შენარჩუნებას;
ქ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა (ზპმს) – მსოფლიო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო და რეგიონული ზონალური პროგნოზების ცენტრების მიერ საავიაციო მეტეოროლოგიური პროგნოზების წარდგენას ფრენების მარშრურტებზე, ერთგვაროვანი სტანდარტიზებული ფორმით;
ღ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი (ზპმც) – მეტეოროლოგიური ცენტრი, რომლის დანიშნულებაა ამინდის განსაკუთრებული მოვლენების, სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის გლობალური მასშტაბის პროგნოზების მომზადება და ციფრული გამოსახულების სახით დაგზავნა უშუალოდ სახელმწიფოებისათვის, საავიაციო ფიქსირებული სამსახურების საშუალებების გამოყენებით;
ყ) ზონალური აერნაოსნობა (RNAV) – აერნაოსნობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საჰაერო ხომალდს განახორციელოს ფრენა ნებისმიერ სასურველ ტრაექტორიაზე მიწისპირა ან თანამგზავრული სააერნაოსნო საშუალებების მოქმედების ზონის ან ავტონომიური საშუალებების ან მათი კომბინაციების განსაზღვრული შესაძლებლობების საზღვრებში;
შ) ზონალური პროგნოზი GAMET – საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის მეტეოროლოგიური ორგანოს ან შესაბამისი სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ ღია ტექსტით ან შემოკლებებით შედგენილი ზონალური პროგნოზი დაბალ სიმაღლეებზე საფრენად, რომელიც გადაეცემა მეზობელი საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების მეტეოროლოგიურ ორგანოებს, შესაბამის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის შეთანხმების საფუძველზე;
ჩ) ინსტრუქტაჟი – ფაქტობრივი ან მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ზეპირი კონსულტაცია;
ც) ინფორმაცია AIRMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოშვებული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე, ისეთი ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ, რომლებსაც ფრენების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მოხდენა დაბალ სიმაღლეებზე შეუძლიათ;
ძ) ინფორმაცია SIGMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოშვებული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე, ისეთი ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ, რომლებსაც ფრენების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ;
წ) კონსულტაცია – (მეტეოროლოგიური). მეტეოროლოგთან ან სხვა სპეციალისტთან ფრენასთან დაკავშირებული ფაქტობრივი ან სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების განხილვა. განხილვაში შედის პასუხების გაცემაც;
ჭ) კრეისერული ეშელონი – ეშელონი, რომელიც ფრენის მნიშვნელოვან ნაწილზეა შენარჩუნებული;
ხ) მეტეოროლოგიური ბიულეტენი – შესაბამისი სათაურის მქონე ტექსტი, რომელიც მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;
ჯ) მეტეოროლოგიური დაკვირვება – ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის და/ან ამინდის მოვლენის შეფასება;
ჰ) მეტეოროლოგიური თანამგზავრი – დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებს და ამ დაკვირვებების შედეგებს დედამიწაზე გადმოცემს;
ჰ.1) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო – მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც მეტეოროლოგიურ პირობებს თვალყურს ადევნებს პასუხისმგებლობის იმ განსაზღვრულ არეში, რომელიც საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებს ემთხვევა;
ჰ.2) მეტეოროლოგიური ინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება ანალიზი, პროგნოზი და სხვა ნებისმიერი ცნობა, რომელიც ფაქტობრივ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს ეხება;
ჰ.3) მეტეოროლოგიური ორგანო – საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ორგანო, რომელიც აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის არის განკუთვნილი;
ჰ.4) მეტეოროლოგიური ცნობა – შეტყობინება განსაზღვრულ ადგილზე და დროს მეტეოროლოგიურ პირობებზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგების შესახებ;
ჰ.5) მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე სექტორში – უმცირესი აბსოლუტური სიმაღლე, რომლით სარგებლობა შესაძლებელია და რომელიც უზრუნველყოფს სიმაღლის 300მეტრის (1000ფუტი) მინიმალურ მარაგს იმ ყველა ობიექტის თავზე, რომელიც მდებარეობს 46 კმ-ის (25 ს.მილი) რადიუსის სექტორში და რომლის ცენტრშიც მდებარეობს სარადიონაოსნო საშუალება;
ჰ.6) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი – ორგანო, რომელიც განკუთვნილია იმ საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ ფრენას ამ აეროდრომებიდან;
ჰ.7) მომსახურების არე – (ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა). გეოგრაფიული რაიონი, რომლის ფარგლებშიც ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი პასუხისმგებელია სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოსათვის და სხვა მომხმარებლებისათვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზების გამოშვებაზე;
ჰ.8) პროგნოზი (ამინდის) – მოსალოდნელი მეტეოროლოგიური. პირობების აღწერა განსაზღვრულ არეში ან საჰაერო სივრცის ნაწილში, გარკვეულ დროს ან დროის მონაკვეთში;
ჰ.9) პროგნოზული რუკა – გარკვეული მეტეოროლოგიური ელემენტების, მოვლენების გრაფიკული გამოსახვა პროგნოზის რუკაზე დროის გარკვეული მომენტის ან პერიოდისათვის, განსაზღვრული ზედაპირის ან საჰაერო სივრცის ნაწილისათვის;
ჰ.10) საავიაციო ელექტროკავშირის სადგური – საავიაციო ელექტროკავშირის სამსახურის სადგური;
ჰ.11) სააერნაოსნო სპეციფიკაცია – აერნაოსნობის პირობებში საჰაერო ხომალდთან და საფრენოსნო ეკიპაჟთან მოთხოვნების ერთობლიობა ფრენების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დაფუძნებული მახასიათებლებზე, დადგენილი საჰაერო სივრცის პირობებში. არსებობს ორი სახის სააერნაოსნო სპეციფიკაცია:
ჰ.11) ა)სპეციფიკაცია, რომელიც ითხოვს სააერნაოსნო მახასიათებლებს (RNP). ეფუძნება ზონალურ ნავიგაციას, რომლიც მოიცავს კონტროლს, შეყოვნებასა და გაფრთხილების მიცემაზე მახასიათებლების შეუსრულებლობაზე, აღნიშნული პრეფიქსით RNP, მაგალითად RNP4, RNP APCH;
ჰ.11) ბ)ზონალური აერნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV). სააერნაოსნო სპეციფიკაცია, დაფუძნებული ზონალურ აერნაოსნობაზე, რომელიც არ მოიცავს მოთხოვნებს კონტროლზე, მახასიათებლების შეუსრულებლობაზე, აღნიშნული პრეფიქსით RNAV, მაგალითად RNAV5 RNAV;
ჰ.12) საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახური (IAVW). საერთაშორისო მოლაპარაკებები, უშუალოდ ატმოსფეროში ვულკანურ ფერფლზე კონტროლის და საჰაერო ხომალდებზე გაფრთხილებების შესახებ;
ჰ.13) სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგო აეროდრომებს განეკუთვნება;
ჰ.13) ა) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა;
ჰ.13) ბ) სათადარიგო აეროდრომი აფრენისას. სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და გამოფრენის აეროდრომის გამოყენება შეუძლებელია;
ჰ.13) გ) მარშრუტზე სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა იმ შემთხვევაში, თუ მარშრუტზე ფრენისას იგი არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა;
ჰ.13) დ) სათადარიგო აეროდრომი მარშრუტზე ETOPS-ის შესრულებისას – ისეთი სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა მარშრუტზე ETOPS-ის შესრულებისას, ძრავის გამორთვის ან სხვა რაიმე განსაკუთრებული და ავარიული ვითარების დროს;
შენიშვნა: გამოფრენის აეროდრომი შეიძლება მიჩნეულ იქნეს მარშრუტის ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომად.
ჰ.14) საკონსულტაციო ცენტრი ვულკანური ფერფლის შესახებ (VAAC) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის, რაიონული სამეთვალყურეო ცენტრებისათვის, საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრებისათვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის და მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ვულკანური ფერფლის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიმძლავრეებზე, აგრეთვე, ვულკანური ფერფლის პროგნოზირებად გადაადგილებაზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ;
ჰ.15) საკონსულტაციო ცენტრი ტროპიკული ციკლონების შესახებ.(TCAA) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის, და OPMET-ის მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ტროპიკული ციკლონების უშუალო ადგილმდებარეობაზე, გადაადგილების პროგნოზირებად მიმართულებაზე და სიჩქარეზე, ცენტრში წნევის სიდიდეზე და მიწისპირა ქარის მაქსიმალურ სიჩქარეზე;
ჰ.16) სამეთვალყურეო არე – დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე;
ჰ.17) საფრენოსნო საბუთები – ხელით შევსებული ან დაბეჭდილი საბუთები, მათ შორის, რუკები ან ბლანკები, რომლებიც საფრენოსნო მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;
ჰ.18) საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრი – ორგანო, რომელიც საინფორმაციო მომსახურებისა და ავარიული შეტყობინების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი;
ჰ.19) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული შეტყობინება ხორციელდება;
ჰ.20) საჰაერო მოძრაობის მომსახურება – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას);
ჰ.21) საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანო – სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანო, რომელიც კონკრეტული საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო მოძრაობის მომსახურებაზეა პასუხისმგებელი;
ჰ.22) საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალებები;
ჰ.23) საჰაერო ხომალდის მეთაური – ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი;
ჰ.24) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი – მოწმობის მქონე ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ფრენის დროის განმავლობაში საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია;
ჰ.25) სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სრულუფლებიანი ორგანო, რომელიც საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფას ახორციელებს ან ორგანიზებას უკეთებს ასეთ უზრუნველყოფას ხელშემკვრელი სახელმწიფოს სახელით;
ჰ.26) სტანდარტული იზობარული ზედაპირი – სტანდარტული ზედაპირი, რომელიც, მსოფლიო მასშტაბით, ატმოსფერული პირობების გრაფიკული წარმოდგენისა და გაანალიზებისათვის გამოიყენება;
ჰ.27) ტროპიკული ციკლონი – სინოპტიკური მასშტაბის არაფრონტალური ციკლონის აღსანიშნავი საერთო ტერმინები, რომელიც წარმოიქმნება ოკეანის ტროპიკულ ან სუბტროპიკულ არეში, სადაც მიწისპირა ქარების ციკლონური ცირკულაციაა განვითარებული;
ჰ.28) უმეტესი ხილვადობა – ხილვადობის სიდიდე, ტერმინ “ხილვადობის“ განსაზღვრების შესაბამისად, რომელიც ჰორიზონტის ხაზის ან აეროდრომის ფართობის სულ ცოტა ნახევრის ტოლია;
ჰ.29) ფრენის ეშელონი – მუდმივი ატმოსფერული წნევის მქონე ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2ჰპა) და სხვა ასეთი ზედაპირებიდან წნევის დადგენილი ინტერვალებით არის დაცილებული;
შენიშვნა 1: ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით არის დაგრადუირებული:
ჰ.29) ა) QNH-ზე დაყენებისას, აბსოლუტურ სიმაღლეს გვიჩვენებს;
ჰ.29) ბ) QFE-ზე დაყენებისას, ფარდობით სიმაღლეს გვიჩვენებს QFE-ის საყრდენი წერტილის თავზე;
ჰ.29) გ) 1013,2 ჰპა-ზე დაყენებისას, ის შეიძლება გამოყენებული იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად.
შენიშვნა 2: შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინი “ფარდობითი სიმაღლე“ და “აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს.
ჰ.30) ფრენის სამუშაო გეგმა – ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების, საექსპლუატაციო შეზღუდვების, დასახელებულ მარშრუტზე და შესაბამის აეროდრომებზე ამინდის მოსალოდნელი პირობების გათვალისწინებით, ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად;
ჰ.31) ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბელი – ღრუბელი, რომლის ქვედა საზღვარი 1500 მ-ზე (4500 ფტ) ან უდიდეს მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლაა (სექტორში), იმისდა მიხედვით, რომელიც უფრო მეტია;
ჰ.32) შემაღლება – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილამდე ან დედამიწის ზედაპირის დონემდე ან მასთან დაკავშირებულ ობიექტამდე;
ჰ.33) ფარდობითი სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი მითითებული საწყისი დონიდან წერტილის ან ობიექტის (რომელიც მიღებულია წერტილად) დონემდე;
ჰ.34) ციფრული მონაცემები რეგულარული ბადის კვანძებში – კომპიუტერზე დამუშავებული მეტეოროლოგიური მონაცემები რუკაზე თანაბრად განლაგებულ წერტილთა ჯგუფისათვის, რომლებიც განკუთვნილია ერთი კომპიუტერიდან მეორეში გადასაცემად კოდური ფორმით და ვარგისია ავტომატიზებულ სისტემებში გამოსაყენებლად;
ჰ.35) ხარისხის ზოგადი ხელმძღვანელობა – მართვის ზოგადი ფუნქციების ის ასპექტები, რაც ხარისხის დარგისადმი მიდგომას, მიზნებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს, აგრეთვე, მას, ხარისხის სისტემის (ისო 9000:8000) ფარგლებში, ახორციელებს ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ხარისხის დაგეგმვა, მართვა, უზრუნველყოფა და გაუმჯობესება;
ჰ.36) ხარისხის მართვა – ოპერატიული ხასიათის მეთოდები და მოქმედების სახეობები, რომლებიც გამოიყენება ხარისხის მოთხოვნების (ისო 9000:2000) უზრუნველსაყოფად;
ჰ.37) ხარისხის სისტემა – ორგანიზაციული სტრუქტურების, მეთოდების, პროცესების და რესურსების ერთობლიობა, რომლებიც ხარისხის ზოგადი მართვის (ისო 8402) განსახორციელებლად არის საჭირო;
ჰ.38) ხარისხის უზრუნველყოფა – ხარისხის სისტემის ფარგლებში დაგეგმილი და სისტემატურად განხორციელებული საქმიანობის სახეობები, აგრეთვე, იმის მტკიცებულება, რომ ობიექტი ხარისხისადმი წაყენებულ მოთხოვნებს შეესაბამება;
ჰ.39) ხილვადობა – ხილვადობა, საავიაციო მიზნებისათვის არის შემდეგი სიდიდეებიდან უდიდესი;
ჰ.39) ა) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული მისაღები სიდიდის შავი ობიექტის ამოცნობა;
ჰ.39) ბ) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული 1000 კანდელი სინათლის ძალის მქონე ნათურის შემჩნევა და ამოცნობა;
შენიშვნა: ეს ორი მანძილი განსხვავდება ჰაერის შთანთქმის კოეფიციენტის მიხედვით; ამასთან ჰ.39)ა)ხასიათდება ხილვადობის მეტეოროლოგიური ოპტიკური სიშორით(MOR), ჰ.39)ბ) კი ფონის განათებულობაზეა დამოკიდებული.
ჰ.40) ხილვადობა ადზ-ზე – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულ ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განლაგებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძული ხაზის მანიშნებელი ნათურები;
ჰ.41) VOLMET – მეტეოროლოგიური ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის;
ჰ.41) ა) VOLMET-ის მონაცემების გადამცემი ხაზი D-VOLMET- აეროდრომზე მიმდინარე რეგულარული მეტეოროლოგიური ცნობების (METAR) სპეციალური მეტეოროლოგიური ცნობების (SPECI), აეროდრომზე პროგნოზების (TAF), ინფორმაცია SIGMET-ის, AIRMET-ის, საჰაერო ხომალდიდან სპეციალური შეტყობინებების მიწოდება მონაცემების გადამცემი ხაზით;
ჰ.41) ბ) სარადიომაუწყებლო გადაცემა VOLMET – შესაბამის შემთხვევებში მიმდინარე ცნობების METAR, SPECI, პროგნოზების TAF-ი, ინფორმაცია SIGMET-ის მიწოდება უწყვეტი, განმეორებადი რადიოგადაცემის საშუალები