1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებას ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ორგანო – შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახური (შემდგომში – მეტეოროლოგიური სამსახური), რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სააერნაოსნო მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენას.

2. საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის რეალიზაციისათვის სააგენტო უზრუნველყოფს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ შეიმუშაოს და დანერგოს ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წესებს, პროცედურებს და რესურსებს, რაც აუცილებელია მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხის მართვის უზრუნველსაყოფად.

3. ხარისხის სისტემა, რომელიც დაინერგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების 9000 სერიას და სერტიფიცირებული უნდა იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.

4. ხარისხის მართვის სისტემის მიერ მომხმარებელი გარანტირებული უნდა იყოს, რომ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ინფორმაციის მოქმედების არეს, ფორმატსა და შინაარსს, გამოშვების სიხშირესა და მოქმედების არეს, აგრეთვე გაზომვების, დაკვირვებებისა და პროგნოზების სიზუსტეს. აღნიშნული საკითხები დაწვრილებითაა განხილული წესის მე-3, 4, 6, 7, 8, 9, 16 და მე-17 თავებში.

5. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომლითაც მარაგდებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით ჩამოთვლილი მომხმარებლები, ითვალისწინებს ადამიანური ფაქტორის ასპექტებს; ინფორმაციის წარდგენის ფორმა, როგორც შემდგომშია ნაჩვენები, მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას მისი ინტერპრეტირებისათვის.

შენიშვნა: ინსტრუქციული მასალა, რომელიც ეხება ადამიანის ფაქტორის საინსტრუქციო მასალას მოცემულია DOC 9683-შ