გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვებაში, მდინარე ლოჭინის ხევის მიმდებარედ, შპს "საქაერონავიგაციის" საჭიროებისათვის განკარგვის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის გამარჯვების სატყეოდან 1245 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№107
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110304025, 07/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვებაში, მდინარე ლოჭინის ხევის მიმდებარედ, შპს ,,საქაერონავიგაციის“ საჭიროებისათვის განკარგვის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის გამარჯვების სატყეოდან1245მ2მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  მუხლი 1.საქართველოს ტყის კოდექსის მე-18მუხლის პირველი და მე-2ნაწილებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2010წლის13აგვისტოს№240დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება და სსიპ– სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის გამარჯვების სატყეოს№5კვარტალის№5ლიტერიდან– 1245მ2მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან შპს ,,საქაერონავიგაციის“ საჭიროებისათვის განკარგვის მიზნით.

მუხლი 2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3.სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრა განხორციელდეს აუცილებლობიდან გამომდინარე და მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწყობდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ– სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის291მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური