ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლასთან, მდინარე ბდღვიორას ახალი კალაპოტის მშენებლობის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის ონის სატყეო უბნის შოვის სატყეოდან 29472.9 მ2 მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№313
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№313

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლასთან, მდინარე ბდღვიორას ახალი კალაპოტის მშენებლობის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის ონის სატყეო უბნის შოვის სატყეოდან 29472.9 მ2 მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება და ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლასთან, მდინარე ბდღვიორას ახალი კალაპოტის მშენებლობის მიზნით ონის სატყეო უბნის შოვის სატყეოს კვარტალი №31-ის მე-2 უბნიდან – 4750.0 მ2, მე-4 უბნიდან – 3090.7 მ2 და მე-6 უბნიდან – 21632.2 მ2, სულ – 29472.9 მ2 მიწის ფართობიამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური