ქ. თბილისის შემოვლითი გზის ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქციისა და სავალი ნაწილის მოწესრიგების პროექტის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№404
სარეგისტრაციო კოდი
390040000.10.003.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№404

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის შემოვლითი გზის ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქციისა და სავალი ნაწილის მოწესრიგების პროექტის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირ­ველი და მე-2 ნაწილებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზ­ღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წე­სის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნ ეს საქარ­თვე­ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნის­­ტროს წინადადება და ქ. თბილისის შემოვლითი გზის ცალ­კე­უ­ლი მონაკვეთების რეკონსტრუქციისა და სავალი ნაწილის მო­წეს­რიგების პროექტის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოხ­­ვედრილი სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდება­რე­ბუ­ლი მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის გლდანის სატყეოს კვარ­ტალი №43-ის ლიტერი №23-დან და №25-დან 14675 მ2 მიწის ფარ­­თო­ბი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან საქარ­თვე­ლოს კა­ნონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თა­რების სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების მიზნით უზ­რუნ­ველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კა­ნონ­­მდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ნ. გილაური