სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.08.2010 ძალადაკარგული 06.10.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№240
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 17/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№240

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ

   მუხლი 1.

საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის თანდართული წესი.

  მუხლი 2.

დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგუ­ლად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაი­სის №96 დადგენილება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფარ­თობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამ­­ტკიცების თაობაზე“.

  მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს სახელ­მწი­ფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულებისა და „სახელმ­წიფო ტყისა და სახელმ­წიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ“ დებულების დამტკიცების თა­ო­ბაზე“ საქართველოს პრე­ზი­დენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №508 ბრძანებულების ძალა­დაკარგულად გამოცხადებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესი

    მუხლი 1

ამ წესის მიზანია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრა.

    მუხლი 2

1. ეს წესი არ ვრცელდება სახელმწიფო ტყის ფონ­დის და­ცული ტერიტორიების საზღვრების დადგენასთან დაკავში­რებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს, ამ წესის შესა­ბა­მი­სად, ადგენს საქართველოს მთავრობა კანონქვემდებარე ნორმა­ტი­უ­ლი აქტით.

3. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ტყის ფონდის სა­ზღვ­­რების დადგენის შესახებ დადგენილების პროექტს წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სა­მინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

    მუხლი 3

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ახალი საზღვრები დგინდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კონტურის დაზუსტებით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის გაზრდის (სახელ­მწი­ფო ტყის ფონდში ფართობის ჩარიცხვა) ან შემცირების (სა­ხელ­­მწიფო ტყის ფონდიდან ფართობის ამორიცხვა) შემთხვევაში, ახალი საზღვრები დგინდება იმ სატყეო უბნის ფარგლებში, სადაც ხორციელდება საზღვრის შეცვლა.

    მუხლი 4

1. სამინისტროს წინაშე სახელმწიფო ტყის ფონდის ფარ­თობის გაზრდის ან შემცირების შესახებ საკითხის დასმის უფ­ლება აქვთ:

ა) “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამინისტროებს;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს;

გ) ქ. თბილისის მერიას;

დ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის, სა­ხელ­მწიფო ტყის ფონდის ფართობის გაზრდის ან შემცირების შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს ასევე სამინისტროს, თავისი ინი­ცი­­ა­­­ტივით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმი­ნის­­­ტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის სამინისტროსადმი მიმართვას უნ­და ერ­თ­ო­დეს:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის საჭი­რო­ე­ბის (აუცილებლობის) დასაბუთება მათი შემდგომი გამოყე­ნე­ბის მიზნის მითითებით;

ბ) შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (თან­­­დართული ელექტრონული ვერსიით);

გ) შესაბამისი ფართობის სატაქსაციო დახასიათება (თან­დარ­­თუ­ლი ელექტრონული ვერსიით).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენ­ტა­ციას სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექ­სით დადგენილი წესის შესაბამისად, შესათანხმებლად წა­რუდ­გენს:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;

ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინის­ტროს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინის­ტრა­ციული ორგანოებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ სამინისტრო მომზადებულ მასალებს გადაწყვეტილების მისაღებად წარ­უდ­გენს საქართველოს მთავრობას.

    მუხლი 5

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ახალი საზღვრის კონტურის და­ზუსტების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორ­განო უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის შესახებ არსებული მონა­ცე­მე­ბის (საგეგმო-კარტოგრაფიული და საკადასტრო მასალები, მი­წათ­სარგებლობის გეგმები, აღრიცხვის (ან ტყეთმოწყობის) არსებული მასალები, ტოპოგრაფიული რუკები და სხვა დოკუმენტაცია, რომ­ლე­ბიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროექტის მოსამზადებ­ლად) შესწავლას;

ბ) მოსაზღვრე მესაკუთრის საზღვართან დაკავშირებული ინ­ფორმაციის (მათ შორის, საჯარო რეესტრში არსებული ინფორ­მაციის) მოთხოვნასა და შესწავლას;

გ) ტერიტორიის საზღვრის კონტურის (ხაზის) დადგენას ან/და­ შესაბამისი მასალების საფუძველზე ტერიტორიის საზღვრის კონტურის (ხაზის) დაზუსტებას;

დ) ყველა იმ დოკუმენტაციის მომზადებას, რომელიც აუცი­ლე­ბელია სახელმწიფო ტყის ფონდის საჯარო რეესტრში რეგის­ტრა­ციისათვის.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას წარუდ­გენს სამინისტროს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენ­ტა­ცი­ას სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას გა­და­წყვეტილების მიღების მიზნით.

    მუხლი 6

1. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით სამინისტრო შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემ­თხვე­ვების გარდა, სამინისტრო ასევე უფლებამოსილია, რომ მი­მართოს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებში არსებული ცალკეული ფართობების საზღვრების და­დ­­გენისა და შემდგომში მათი საჯარო რეესტრში რეგისტრი­რების მიზნით.

    მუხლი 7

1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ხაზი (კონტური) უნდა დადგინდეს შესაბამისი ტექნოლოგიების (გეოინფორმაციული სისტემის) გამოყენებით ორთოფოტოგეგმისა და სხვა მტკიცებულე­ბათა საფუძველზე (სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში – WGS-84/UTM).

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები მაქსიმალურად უნდა გატარდეს ბუნებრივ მიჯნებსა და ადვილად ამოსაცნობ მყარ ორიენტირებზე, ხოლო სხვა მიწათმოსარგებლეებთან (მესა­კუთრეებთან) დაკავშირებით – მათ საზღვარზე.