„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
390040000.10.003.019240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2016 წლის 15 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს  №240 დადგენილებაში (სსმ, 100, 17/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

1. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებთან ერთად,  შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  აჭარის სატყეო სააგენტოს.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში;“;

„ზ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე. ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ  საქმიანობაზე  უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ან საქმიანობის სხვა მიზეზით განუხორციელებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს ამორიცხული ფართობ(ებ)ის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა არაუგვიანეს აღნიშნული გარემოების დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში;“;

 „ი) ობიექტური გარემოებების (შესაბამის ტერიტორიაზე დაგეგმილი ან მიმდინარე  სატყეო-სამეურნეო და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები) არსებობის შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, ამ პუნქტით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში არ შეითანხმოს საკითხი, რის თაობაზეც  დასაბუთებული უარი ეცნობება სამინისტროს;“. 

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული,  ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ამორიცხვის წესით ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებისას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანო.“.  

4.  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

მუხლი 8  

1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტებისას გამოიყენება არსებული კარტოგრაფიული მასალა (ტყის კორომთა გეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ორთოფოტოგეგმები, საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია და სხვ.).

3. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, არ საჭიროებს დაზუსტებას. საზღვრად ჩაითვლება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო ზონის საზღვარი.

4. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობების გარეთ დარჩენილი,   ტყით დაფარული და ტყით დაუფარავი ფართობები, რომლებიც წარმოდგენილია არსებულ ტყის კორომთა გეგმებზე, ექვემდებარება სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობებში კორექტირებას (ჩარიცხვას)   სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით. 

5. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები სასურველია მიუყვებოდეს ძირითადად გეოგრაფიულ (ბუნებრივ და ხელოვნურ) ობიექტებს.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტებისას განხორციელებული სამუშაოების დროს საზღვრის პერიმეტრიდან უნდა გაიმიჯნოს:

ა) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფრასტრუქტურა;

ბ) მოქმედი საკულტო ნაგებობები;

გ) სასაფლაოები;

დ) საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რკინიგზა, დიდი მდინარეები, ტყის ძირითად  ეკოსისტემას დაშორებული ფართობები;

ე) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ვ) ყველა ის ფართობი, რომელიც  მდებარეობს დასახლებების (სოფელი, დაბა, ქალაქი) მიმდებარედ და მოცემული დროისთვის არ შეესაბამება სატყეო სამეურნეო თვალსაზრისით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა).

7. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ უძრავ ქონებას მართავს და განკარგავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი