სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №299
2011 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები (დანართი №1) და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები (დანართი №2).
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ციფრული ვერსიის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.reestri.gov.ge‑ზე განთავსება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“?
- „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ მიღებულია 04.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №299. სარეგისტრაციო კოდი — 390130000.10.003.016459.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.07.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“, №299, 04.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 390130000.10.003.016459 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1455480/