საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№165
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 22/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №165

2010 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ სა­ქა­რ­თ­ველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

მუხლი 1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდი­უ­ლი პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოცია­ლუ­რი მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონ­დის) (შემდგომში – რუსთაველის ფონ­დი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 აგვისტომდე.

მუხლი 2. შეიქმნას რუსთაველის ფონდის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

თინათინ ბოჭორიშვილი – რუსთაველის ფონდის დირექ­ტორი, კომისიის თავმჯდომარე

ეკატერინე ბუთლიაშვილი – რუსთაველის ფონდის დი­რექ­ტორის მოადგილე

მირიან ბიჭიკაშვილი – რუსთაველის ფონდის დირექ­ტო­რის მოადგილე

გიორგი მიღდისელი – რუსთაველის ფონდის ფინანსური მენეჯერი

მანანა დათუაშვილი – რუსთაველის ფონდის ადმინისტ­რა­ციული უზრუნველყოფის მენე­ჯერი

ქეთევან ურდულაშვილი – რუსთაველის ფონდის მთავარი ბუ­ღალტერი.

მუხლი 3. კომისიამ:

1. უზრუნველყოს რუსთაველის ფონდის ბალანსზე რიც­ხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტო­რულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.

2. განახორციელოს რუსთაველის ფონდის თანამშრომ­ლე­ბ­თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საქართველოს შრო­მის კოდექსის შესაბამისად.

3. უზრუნველყოს რუსთაველის ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უძღვება კომისიის სხდომას. კომისიის სხდომა უფ­ლე­ბამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე მი­ღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

მუხლი 5. რუსთაველის ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ ფონ­­დის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განა­ხორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტროს მიერ შექმნილმა საჯარო სამართლის იური­დიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეც­ნიერო ფონდმა.

მუხლი 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართ­ველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მი­ერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე, განახორციე­ლოს შე­სა­ბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით და­მტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტა­ლურ განწერაში.

მუხლი 7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მი­ნისტრომ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დად­­გენილი წესით რუსთაველის ფონდის ბალანსზე რიცხული ქო­ნების გა­დაცემა სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სა­მეცნიერო ფონ­დისათვის უსასყიდლო სარგებლობის ფორმით 2010 წლის 1 აგვისტოსათვის.

მუხლი 8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სა­ქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენი­ლება „საჯარო სა­მართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანი­ტა­­რული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთა­ვე­ლის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შე­სა­ხებ“.

მუხლი 9. დადგენილება, გარდა მე-5 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-5 და მე-8 მუხლები ამო­ქ­მედ­დეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     ნ. გილაური